ღაზას სექტორიდან თელ-ავივზე სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა

11.05.21 23:55
ღაზას სექტორიდან თელ-ავივზე სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა

ღაზას სექტორიდან თელ-ავივზე სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა. შეწყვეტილია ელექტრიენერგიის მიწოდება. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

ამასთან, ცნობილი ხდება, რომ  ჰამასმა ცენტრალური ისრაელის მიმართულებით 130 რაკეტა გაუშვა. ქალაქ ხოლონში თავდასხმის შედეგად 1 დამიანი დაიღუპა და 10-მდე ადამიანი დაშავდა. 

ისრაელში პალესტინური რაკეტა მოძრავ ავტობუსს დაეცა. მსხვერპლის შესახებ ჯერჯერობით ინფორმაცია არ ვრცელდება.

სარაკეტო იერიშის დაწყებამდე ჰამასი ისრაელს დაემუქრა, რომ თუ ისრაელი ღაზის სექტორზე შეტევას არ შეწყვეტდა, მათი სამიზნე თელ-ავივი გახდებოდა.

ცნობისთვის,  11 მაისს იერუსალიმზე განხორციელებული სარაკეტო შეტევების შემდეგ ისრაელმა ღაზას სექტორზე ავიაიერიში მიიტანა. საერთაშორისო მედია ისრაელის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით წერს, რომ საპასუხო თავდასხმა ჰამასის მიერ კონტროლირებად ტერიორიაზე განხორციელდა.

ისრაელში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.