სარაკეტო იერიშები ისრაელში - დაღუპულია ათობით ადამიანი

ისრაელში სარაკეტო შეტევებს მსხვერპლი მოჰყვა. დაღუპულია 31 ადამიანი, აქედან 3 ისრაელში, 28 კი - ღაზის სექტორში. ისრაელს იერიშის შედეგად, ღაზას სექტორში კორპუსი ჩამოინგრა.
ტერორისტულმა დაჯგუფება „ჰამასმა“ თელ-ავივის მიმართულებით ასზე მეტი რაკეტა გაუშვა.
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა მოსახლეობას მოუწოდა, არსებული ვითარების გათვალისწინებით ხელისუფლების მიერ გაცემული რეკომენდაციები დაიცვან.