ისრაელის ავიაიერიში - ღაზის სექტორში 13-სართულიანი შენობა ჩამოინგრა

12.05.21 01:07
ისრაელის ავიაიერიში - ღაზის სექტორში 13-სართულიანი შენობა ჩამოინგრა

ღაზის სექტორში ისრაელის ავიაიერიშის შედეგად 13-სართულიანი შენობა სრულად ჩამოინგრა. შენობაში მცხპვრები ადამიანების ევაკუაცია დროულად მოხერხდა, შესაბამისად ნგრევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

ისრაელში აცხადებენ, რომ საპასუხო იერიშების შედეგად, „ჰამასის“ 130 ობიექტი გაანადგურეს.

განხორციელებული იერიშების შედეგად დაღუპულია ათობით ადამიანი. 

ისრაელისა და ღაზის სექტორის საზღვარზე ვითარება 10 მაისს დაიძაბა, როდესაც ღაზის სექტორიდან ისრაელის ტერიტორიის მიმართულებით რაკეტები გაუშვეს. 

მსგავსი სიახლეები