თუ უკრაინას გაღარიბებული ურანის შემცველი ჭურვებს გადასცემენ, იძულებული ვიქნებით ვიმოქმედოთ - პუტინი

ვლადიმირ პუტინი ისევ იმუქრება - რუსეთის პრეზიდენტი ამბობს, რომიმ შემთხვევაში თუ დიდი ბრიტანეთი უკრაინას გაღარიბებული ურანის შემცველ ჯავშანგამჭოლ ჭურვებს გადასცემს, რუსეთს რეაქცია ექნება.
დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ უკრაინისთვის არამხოლოდ ტანკების მიწოდება, არამედ გაღარიბებული ურანის შემცველი ჭურვების გადაცემაც გამოაცხადა. როგორც ჩანს, დასავლეთმა მართლაც გადაწყვიტა უკანასკნელ უკრაინელამდე ბრძოლა, უკვე არა სიტყვიერად, არამედ საქმით.
თუ ეს მოხდება, მაშინ საპასუხოდ რუსეთი იძულებული იქნება იმოქმედოს, იმის გათვალისწინებით, რომ კოლექტიური დასავლეთი უკვე ბირთვული კომპონენტის შემცველი იარაღის გამოყენებას იწყებს" - განაცხადა პუტინმა.
ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროში ამბობენ, რომ უკრაინას, Challenger 2-ის ტანკების გარდა, გაღარიბებული ურანის შემცველ ჯავშანგამჭოლ ჭურვებსაც გადასცემენ.