ბახმუტი ისევ არ დანებებულა - ჯონ კირბი ზელენსკის დახმარებას ჰპირდება

"შეერთებული შტატები უკრაინის ხელისუფლებას ბახმუტისთვის რთულ ბრძოლაში მხარს უჭერს"- განცხადება ამის შესახებ თეთრ სახლში გაკეთდა.
ეროვნული უშიშროების საბჭოს კომუნიკაციების კოორდინატორი, ჯონ კირბი ამბობს, რომ მომავალი კვირები კრიტიკული იქნება.
მაღალჩინოსანი აცხადებს, რომ აშშ კიევის დახმარებას არ შეწყვეტს.
21 მარტია და ბახმუტი ჯერ არ დანებებია რუსებს. უკრაინელები ამ ბრძოლას პრიორიტეტს ანიჭებენ! რუსებმაც პრიორიტეტად მიიჩნიეს ეს ბრძოლა და რასაც ჩვენ ვაპირებთ, არის კონცენტრირება იმაზე, რომ დარწმუნებულები ვიყოთ, პრეზიდენტ ზელენსკის აქვს ის, რაც მას სჭირდება, სადაც არ უნდა იბრძოლოს. ეს ნიშნავს ინტელექტს. ეს ნიშნავს მხარდაჭერას. ეს ნიშნავს იარაღს. ეს ნიშნავს შესაძლებლობებს. ეს არის ის, რაზეც ჩვენ ვაპირებთ ფოკუსირებას", - თქვა კირბიმ.