ისრაელს აქვს უფლება, დაიცვას თავი - აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი

12.05.21 01:17
ისრაელს აქვს უფლება, დაიცვას თავი - აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი

აშშ-ს  სახელმწიფო დეპარტამენტი ისრაელში შექმნილ მდგომარეობას გამოეხმაურა და მხარეებს სიმშვიდისკენ მოუწოდა. 

დეპარტამენტის პრესმდივნის, ნედ სპაისის განცხადებით, ისრაელს თავდაცვის მიზნით უფლება აქვს, უპასუხოს სარაკეტო თავდასხმებს

მხარეებს თავშეკავებისა და სიმშვიდისკენ მოვუწოდებთ. ისრაელს აქვს უფლება, დაიცვას თავი და უპასუხოს სარაკეტო თავდასხმებს. ასევე, პალესტინელ ხალხს აქვს უსაფრთხოებისა და დაცულობის უფლება“, – განაცხადა ნედ პრაისმა.

შეგახსენენბთ, მდგომარეობა ისრაელში უკიდურესად დაძაბულია. ღაზის სექტორიდან თელ-ავივის მიმართულებით სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. თავდასხმას ისრაელმა უპასუხა და "ჰამასის" ობიექტებზე იერიში მიიტანა. ორმხრივი შეტაკებების შედეგად 30-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. ისრაელისა და ღაზის სექტორის საზღვარზე ვითარება 10 მაისს დაიძაბა, როდესაც ღაზის სექტორიდან ისრაელის ტერიტორიის მიმართულებით რაკეტები გაუშვეს

მსგავსი სიახლეები