ისრაელის დაბომბვა ჰამასს ძვირად დაუჯდება - ისრაელის პრემიერმინისტრი
"ამასი და დაჯგუფება ისლამური ჯიჰადი "დიდ ფასს გადაიხდიდნენ" - განცხადება ამის შესახებ ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ გააკეთა.
ჩვენ მოვახდინეთ ათობით ტერორისტის ლიკვიდირება, მათ შორის უფროსი მეთაურების, დავბომბეთ ჰამასის მეთაურები, ჩამოვანგრიეთ შენობები, რომლებიც შეიძლება გამოყენებული ყოფილიყო ტერორისტული ორგანიზაციების მიერ. ვაგრძელებთ თავდასხმას მთელი სიძლიერით"- თქვა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.