"ლოდში სამოქალაქო ომი დაიწყო" - ლოდის მერი დახმარებას ითხოვს

12.05.21 11:08
"ლოდში სამოქალაქო ომი დაიწყო" - ლოდის მერი დახმარებას ითხოვს

"ლოდში ბროლის ღამეა" – ისრაელში, ლოდის მერმა პრემიერმინისტრს ქალაქში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების თხოვნით მიმართა. 

იაირ რევივო თავდაცვის ძალების გაგზავნას ითხოვს. 

ცნობილია, რომ ლოდში მცხოვრებთა 30% არაბია.  მერი ამბობს, რომ ქალაქში დამწვარია სინაგოგები და მანქანები, "ლოდში სამოქალაქო ომი დაიწყო".

"ჰამასმა" ღაზას სექტორიდან 150 რაკეტა გაუშვა და ისრაელის ცენტრალური ნაწილი დაბომბა. საპასუხოდ კი ისრაელის ავიაძალებმა შეტევას ღაზას სექტორზე მიიტანეს. ოფიციალური ისრაელი ამბობს, რომ ღაზას სექტორში 2014 წლის შემდეგ ბოლო 24 საათში განხორციელებული სარაკეტო შეტევები მათი მხრიდან ყველაზე მასშტაბურია. გარდაცვლილია 36 პალესტინელი. ისრაელში კი  5 ადამიანია გარდაცვლილი   საომარი მოქმედებების დროს დაშავდა 250 ადამიანი.