ზელენსკი დონეცკში ჩავიდა და ბახმუტის მცველები დააჯილდოვა

22.03.23 16:53
ზელენსკი დონეცკში ჩავიდა და ბახმუტის მცველები დააჯილდოვა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დონეცკში, ფრონტის ხაზს ეწვია და ბახმუტის მცველები დააჯილდოვა.

ამასთან, ზელენსკიმ ბახმუტის მიმართულებით უკრაინელი სამხედროების მოწინავე პოზიციები მოინახულა.

"პატივი მაქვს მაქვს დღეს აქ ვიმყოფებოდე, ჩვენი სახელმწიფოს აღმოსავლეთით, დონბასში, და დავაჯილდოო ჩვენი გმირები, მადლიერება გამოვხატო და ხელი ჩამოვართვა" - თქვა პრეზიდენტმა.

 

მსგავსი სიახლეები