უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაში გამოცხადდა

უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაში გამოცხადდა - ინფორმაციას ამის შესახებ ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველი, ოლექსეი გერაშენკო საკუთარ Telegram-ის არხში ავრცელებს.
გერაშენკოს ცნობით, მონიტორინგის რესურსების მიხედვით, რუსეთის შეიარაღებული ძალების ჰიპერბგერითი რაკეტების პოტენციური მატარებელი MiG-31K კვლავ აფრინდა ბელარუსში, მაჩულიშჩის აეროდრომიდან.
მოქალაქეებს თავშესაფარში ჩასვლისა და იქ დარჩენისკენ მოუწოდებენ.