პრინცმა უილიამმა და უკრაინელი დევნილები მოინახულა
დიდი ბრიტანეთის პრინცი პოლონეთში, უკრაინის საზღვართან ჩავიდა და ომში მყოფ ქვეყანას სოლიდარობა გამოუცხადა.
პრინცმა უილიამმა უკრაინის საზღვართან ჟეშუვის ბაზა მოინახულა და ბრიტანელ და პოლონელს ჯარისკაცებს შეხვდა.
სამეფო ტახტის მემკვიდრე ვარშავაშიც ჩავიდა, სადაც უკრაინელი დევნილების ცენტრში ქალები და ბავშვები მოინახულა.
ცნობილია, რომ პრინცი პოლონეთში 2 დღე დარჩება და ვიზიტის ფარგლებში პოლონეთის პრეზიდენტს ანდჟეი დუდას შეხვდება.