ისრაელმა საჰაერო სივრცე გაურკვეველი დროით გახსნა

12.05.21 14:03
ისრაელმა საჰაერო სივრცე გაურკვეველი დროით გახსნა

19 მგზავრი საქართველოში და 166 ისრაელში საჰაერო სივრცის გახსნას ელის. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში აცხადებენ, რომ ისრაელმა  სივრცე გახსნა, თუმცა, ამ ეტაპზე არ არსებობს გარანტია, რომ 19 საათსა და 10 წუთზე დანიშნული რეისი თბილისი-თელავივი შესრულდება. 

დღეის მდგომარეობით ბენგურიონის აეროპორტი ღიაა, მაგრამ შეიძლება, დაიკეტოს, ჩვენ მონიტორინგს ვახორციელებთ, თუ სიტუაცია შეიცვალა, მგზავრები გაფრთხილებული გვყავს. თუმცა საქართველოს ავიახაზები გამოთქვამს მზადყოფნას, რომ სპეცრეისი დაინიშნოს- აცხადებს ავიაკომპანია ,,ჯორჯიან ეირვეისის" ხელმძღვანელი, რომან ბოკერია.

ისრაელსა და პალესტინას შორის მიმდინარე საომარი მომედებების გამო ბოლო რამდენიმე საათის განმავლობაში მოქალაქეები ვერც ქვეყნაში გაფრენას და ვერც უკან დაბრუნებას ახერხებდნენ. 

ისრაელი მორიგი ავიაიერიშის მოლოდინშია. გუშინ ღაზას სექტორიდან თელავივისა და სხვა ქალაქების მიმართულებით 1000-მდე რაკეტა გაუშვეს. ურთიერთავდასხმების შედეგად  გარდაცვლილია 36 პალესტინელი, ისრაელში კი - 5 ადამიანი.   საომარი მოქმედებების დროს 250 ადამიანი დაშავდა.

ისრაელში საქართველოს ელჩის, ლაშა ჟვანიას, ინფორმაციით, ამ ეტაპზე საჰაერო მიმოსვლის აღდგენაზე საუბარი არ არის.

ისრაელს აქვს დასახული, რომ სერიოზული დარტყმა მიაყენოს ,,ჰამასს" და რადიკალურ დაჯგუფებებს. გუშინ მხოლოდ ისრაელის სამხრეთი იყო რადიკალების სამიზნე, დღეს ქვეყნის ცენტრიც გახდა. გუშინ 30 მანქანა დაიწვა, 2 ადამიანი გარდაიცვალა. ქალაქ ლოდში სინაგოგები დაიწვა. ამ ეტაპზე არც საქართველოს, არც სხვა ქვეყნის მოქალაქეების გამოყვანაზე არა არის საუბარი - აცხადებს ლაშა ჟვანია.


 

მსგავსი სიახლეები