12 წლის რუსი ბავშვი უკრაინის მხარდამჭერი ფოტოს დახატვის გამო ბავშვთა სახლში გააგზავნეს - გოგონა გაქრა
12 წლის რუსი ბავშვი უკრაინის მხარდამჭერი ფოტოს დახატვის გამო ბავშვთა სახლში გააგზავნეს.
მაშა მოსკალევამ უკრაინის მხარდამჭერი ფოტო სკოლაში, გასული წლის აპრილში დახატა. ამ ფაქტის გაცხადების შემდეგ სკოლა პირდაპირ დაუკავშირდა პოლიციას, რათა აღნიშნულ ფაქტზე შესაბამისი რეაგირება მოეხდინათ.
პოლიციამ ამ საქმის გამოძიება დაიწყო. მათ გადაამოწმეს მაშას მამის სოციალური მედია, სადაც ომის საწინაღმდეგო პოსტები იპოვეს და მას 32.000 რუბლი (415$) „რუსული არმიის დისკრედიტაციის გამო“ დააკისრეს.
ცნობილია, რომ ალექსეი ამ მომენტში შინაპატიმრობაშია დატოვებული, მისი შვილი მაშა კი ბავშვთა სახლშია. მამას ბავშვთან ტელეფონზე საუბარიც კი აკრძალული აქვს.
ერთი წლის წინანდელი ამბით BBC ახლა იმიტომ დაინტერესდა, რომ პირველი მარტის შემდეგ, გოგონა გაუჩინარდა. ის არავის უნახავს და მიუხედავად ბევრი მცდელობაზე მის კვალზე ვერავინ გადის.