2023 წელი რუსეთისთვის ბედნიერი იქნება - მედვედევი
რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, დიმიტრი მედვედევის განცხადებით, 2023 წელი მათთვის აყვავებული და ბედნიერი წელი იქნება.
იცით, დარწმუნებული ვარ, რომ 2023 წელი იქნება განსხვავებული, იქნება დრამატული და, მეორე მხრივ, საშუალებას მოგვცემს ვუპასუხოთ ყველაზე რთულ კითხვებს. ის მოგვცემს ჩვენი ხალხის ნამდვილი გმირობის ნიმუშებს. და ბოლოს, 2023 წელი იქნება აყვავებული და ბედნიერი წელი ჩვენი ქვეყნისთვის", - განაცხადა მედვედევმა.
მედვედევის თქმით, კომპანიები, რომლებმაც დატოვეს რუსეთი, ნანობენ ამ გადაწყვეტილებას.