უკრაინა ვერ დაიწყებს კონტრშეტევას, რადგან მას იარაღი აკლია - ზელენსკი

უკრაინის შეიარაღებული ძალები ჯერ ვერ დაიწყებენ კონტრშეტევას, რომელიც გაზაფხულზე იყო დაგეგმილი, რადგან თავდაცვის ძალებს მეტი იარაღი სჭირდებათ - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმერ ზელენსკიმ Yomiuri-სთან ინტერვიუში ისაუბრა.
მისი თქმით, უკრაინელი სამხედროები მარაგების ჩამოსვლას პარტნიორებისგან ელოდებიან.
ზელენსკის თქმით, რუსული არმია ყოველდღიურად სამჯერ მეტ ჭურვს ისვრის, ვიდრე უკრაინელი სამხედროები.