აშშ-ს თავს ტორნადო დაატყდა - დაღუპულია 26 ადამიანი

ამერიკის შტატებს თავს ტორნადო დააატყდა. მისისიპისა და ალაბამაში სტიქიას 26 ადამიანი შეეწირა. დანგრეული და დაზიანებულია სახლებ, სამოქალაქო ინფრასტრუქტურა. ქუჩებში ამობრუნებული და დამტვრეული მანქანები ყრია.
სტიქია დაახლოებით ათი წუთი გაგრძელდა. იმ დროს, როდესაც სამხრეთის შტატს ტორნადომ გადაუარა, ხალხს ეძინა.
სტიქიის ზონაში სამძებრო სამაშვე-ლო სამუშაობი ამ დრომდე გრძელდება. არ არის გამორიცხული, მსხვერპლთა რიცხვი კიდევ გაიზარდოს.
ამერიკის ამ შტატებში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.