უკრაინა იბრძვის ყველა ერისთვის, რომელსაც რუსული ტირანია ემუქრება - ზელენსკი

27.03.23 12:21
უკრაინა იბრძვის ყველა ერისთვის, რომელსაც რუსული ტირანია ემუქრება - ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით,  უკრაინის საკითხი ეხება ყველას და აუცილებელია საზოგადებამ გაიაზროს, რომ ომის შეჩერება რუსული ბოროტებისგან ცივილიზებული სამყაროს საერთო ამოცანაა.


ეს ეხებათ არა მარტო ჟურნალისტებს, არამედ ყველას, ვისაც აგრესიის შესახებ სიმართლის გავრცელება შეუძლია. ვისაც შეუძლია, უკრაინელების შესახებ მსოფლიოს შეახსენოს, იმის შესახებ, რომ უკრაინა იბრძვის თავისუფლებისთვის და სამართლიანობისთვის, ჩვენი ხალხისთვის და ყველა ერისთვის, რომელსაც რუსული ტირანია ემუქრება. უნდა გაიგოს, რომ წელს ომის შეჩერება რუსული ბოროტებისგან, უკრაინის წელს გათავისუფლება ცივილიზებული სამყაროს საერთო ამოცანაა," - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

როგორც ცნობილია,  უკრაინის არმიამ ქვეყნის აღმოსავლეთში რუსი ოკუპანტების 60-ზე მეტი შეტევის მოგერიება შეძლო. ამის მიუხედავად, ოკუპანტების თავდასხმები გრძელდება.

ბოლო 24 საათში პუტინმა უკრაინის ტერიტორიები რაკეტებითა და ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების გამოყენებით დაბომბა. რუსულმა დანაყოფებმა დაცხრილეს დონეცკი, სუმი, ხარკოვი, ზაპოროჟიე. თავდასხმები იყო ბახმუტისა და ავდეევკის მიმართულებით.