ჯოჯოხეთური ღამე იყო, ისრაელის თავზე რაკეტების წვიმა მოდიოდა - ვატო წერეთელი

12.05.21 16:57
ჯოჯოხეთური ღამე იყო, ისრაელის თავზე რაკეტების წვიმა მოდიოდა - ვატო წერეთელი

"შოკიდან გამოსვლა მიჭირს, ისეთი ღამე იყო გუშინ ისრაელში" - აცხადებს ტვ პირველის დამფუძნებელი, ვატო წერეთელი, რომელიც ისრაელში იმყოფება. 

მისი თქმით "ეს არ იყო საომარი შეტაკებები, არამედ რაკეტების წვიმა".

ისრაელის თავზე რაკეტების წვიმა მოდიოდა, რომელიც წუთში ნეიტრალდებოდა. რაკეტები მთელ ცას ანათებდა. ჯოჯოხეთური ღამე იყო ნამდვილად. პირველი შეტევის შემდეგ, ღამის 3-4 საათზე, სირენა ჩაირთო და ცა ისევ განათდა. დაახლოებით 20 წუთი თელავივი იბომბებოდა. ეს არ იყო ომი, შეტაკებები, მთელი ისრაელი ჰაერიდან იბომბებოდა. ისრაელი მთელი ღამის უძინარია, დაძაბულია, 2014 წლის შემდეგ დღეს ათჯერ უფრო მასშტაბურია. თუმცა აქ ძალიან მაგრად იმუშავა შემაკავებელმა სისტემებმა. თითქმის 90%-ს ანეიტრალებენ, მეტს თუ არა.  - აცხადებს ვატო წერეთელი.

ტვ პირველის დამფუძნებელი ამბობს, რომ თელავივში მდებარე ბენგურიონის აეროპორტი დაკეტილი იყო, რადგან იქ ღამით ერთი რაკეტა ჩამოვარდა. ამჟამად კი დერეფანი გახსნილია და ქართული ავიაკომპანია ერთი რეისის გაკეთებას შეძლებს, რათა ისრაელიდან საქართველოში მგზავრები გადაიყვანოს.

გუშინ ბენგურიონის აეროპორტი დაკეტილი იყო, რადგან ერთი რაკეტა იქ ჩამოვარდა და სამწუხაროდ, ოჯახი გარდაიცვალა. ახლა დერეფანი გახსნილი არის და ,,აირზენა" რეისს აკეთებს - აცხადებს ვატო წერეთელი.