შეიარაღებული თავდასხმა სკოლაზე - დაიღუპა სულ მცირე 6 ადამიანი, მათ შორის 3 ბავშვი
შეიარაღებული თავდასხმა ქრისტიანულ სკოლაზე - მასობრივ სროლას ქალაქ ნეშველში 6 ადმიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათგან 3 ბავშვია.
BBC-ის ცნობით, თავდამსხმელი ლიკვიდირებულია. პოლიციის ცნობით, გარდაცვლილი 28 წლის ოდრი ჰელია.
სამართალდამცავი უწყებების ცნობით ირკვევა, რომ თავდასხმისას ჰელი იყენებდა სამ ცეცხლსასროლ იარაღს, მათ შორის ნახევრად ავტომატურ თოფს.
ცნობილი ხდება, რომ ოდრი ჰელი ამავე სკოლის ყოფილი მოსწავლეა. გარდა ამისა, ჰელის შესახებ კრიმინალური წარსულის ჩანაწერები არ იძებნება.
სკოლაში დაწყებითი კლასების დაახლოებით 200-მდე მოსწავლე სწავლობს. მათი საშუალო ასაკი 11-12 წელია.