დნიპრო უკვე ცხრა წელზე მეტია, ჩვენი ციხესიმაგრეა - ზელენსკი

28.03.23 09:53
დნიპრო უკვე ცხრა წელზე მეტია, ჩვენი ციხესიმაგრეა - ზელენსკი

დნიპრო უკვე ცხრა წელზე მეტია, ჩვენი ციხესიმაგრეა - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდომირ ზელენსკიმ ვიდეო მიმართვაში ისაუბრა, რომელიც ქალაქ დნიპროში სამხედროებთან შეხვედრის შემდეგ გაავრცელა.

ყველა მეთაურს ესმის, რომ მტერმა პასუხი უნდა აგოს ჩვენს ქალაქებსა და სოფლებზე, ჩვენს ხალხზე თითოეული დარტყმისთვის, სლავიანსკისთვის, კონსტანტინოვკისა და დრუჟკოვკისთვის, ავდეევკისა და ტორეცკისთვის, უკრაინელების მთელი ტკივილისთვის, არა მხოლოდ ფართომასშტაბიანი ომის მიმდინარეობისას, არამედ 2014 წლიდან მოყოლებული. დნიპრო უკვე ცხრა წელზე მეტია, ჩვენი ციხესიმაგრეა, მთელი ეს პერიოდი მხარს უჭერს ფრონტსა და მებრძოლებს"- განაცხადა ზელენსკიმ

 

მსგავსი სიახლეები