უკრაინულმა მხარემ მარიუპოლელების N 1 მკვლელის ვინაობა დაადგინა - ვინ დაბომბა დრამატული თეატრი და სამშობიარო

28.03.23 13:46
უკრაინულმა მხარემ მარიუპოლელების N 1 მკვლელის ვინაობა დაადგინა - ვინ დაბომბა დრამატული თეატრი და სამშობიარო

უკრაინულმა მხარემ მარიუპოლელების N 1 მკვლელის ვინაობა დაადგინა. უკრაინული გუნდი „კიბერ სპროწივ“ და საერთაშორისო სადაზვერვო საზოგადოება InformNapalm რუსი სამხედრო დამნაშავის მიმოწერას და მონაცემებს აქვეყნებს. საუბარია მოიერიშე საავიაციო პოლკის 75387 960  სახმედრო ნაწილის მეთაურზე სერგეი ატროშენკოზე. მისი ავიაპოლკი დისლოცირებულია  პრიმორსკო-ახტარსკის მიდამოებში.

როგორც მარიუპოლის მერის მრჩეველი პეტრ ანდრიუშენკო იტყობინება, სწორედ ის გასცემდა  ოკუპირებული მარიუპოლის განადგურების ბრძანებებს, სადაც რამდენიმე დღის წინ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ჩავიდა.

მარიუპოლელების N1 მკვლელი დადგენილია. ის, ვინც დრამატული თეატრის, სამშობიაროს და ბავშვთა საავადმყოფოს დაბომბვის ბრზზანებას გასცემდა. პირველი კვირეებიდან გავარკვიეთ, რომ თვითმფრინავები,რომლებიც მარიუპოლს ბომბავდნენ, პრიმორსკო-ახტარსკის აეროდრომიდან აფრიდნენ, - წერს ანდრიუშენკო. 

დადგენილია ასევე 41 წლის მეთაურის საცხოვრებელიც. ის ჟიტომირის ოლქის ოვრუჩში დაიბადა, ხოლო შემდეგ რუსეთში, ვორონეჟში მსახურობდა. მიწერილია ოკუპირებულ ყირიმში. ამჟამად ატროშენკო პრიმორსკო-ახტარში ნაწირავებ ბინაში ცხოვრობს.

მისამართის გარდა, ცნობილი გახდა რუსი მკვლელის შემოსავალიც. 2022 წლის თებერვლიდან 2023 წის იანვრამდე მისი ყოველთვიური შემოსავალი 180-დან 370 ათას რუბლს შეადგენდა. 

ჰაკერებმა ასევე სამხედრო დამნაშავის ცოლის, ლილია ატროშეკოს ელექტორნულ ფოსტაზე შეაღწიეს. 40 წლის ქალს ისინი 90 პოლკის ოფიცრად გაეცნენ, რომელსაც თითქოს მისი მეუღლე მეთაურობდა. ოფიცრის თხოვნით, ქალმა „პატრიოტული აქცია“ დააორგანიზა. ლილიამ ოფიცრების ცოლებისთვის აეროდრომზე ფოტოსესია მოაწყო, სადაც ქალები საზეიმოდ სამხედრო ტანისამოსში გამოეწყვნენ. 

რუსეთის უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ მარიუპოლი რუსების ერთ-ერთი მთავარი სამიზნე გახდა. ოკუპანტები ქალაქს უწყვეტ რეჟიმში ბომბავდნენ. დაიბომბა დარამატული თეატრი და სამშობიაროც.

მარიუპოლის დამცველები, რომლებიც  „აზოვსტალის“ ქარხანაში იყვნენ გამაგრებულები, ქალაქს 80 დღის განმავლობაში იცავდნენ. მაისის შუა რიცხვებში უკრაინელმა დამცველებმა ქარხნის ტერიტოია დატოვეს.

ქალაქის მერის ცნობით, მარიუპოლში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის 90% განადგურებულია. დანგრეულია 1368 შენობა, 11 384 სახლი, 25 საბავშვო ბაღი, 11 საავადმყოფო, 53 კულტურის და სპორტის დაწესებულება, 39 სკოლა.

2022 წლის დეკემბრის მონაცემებით, მარიუპოლში 22 ათასი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. 
 


 

მსგავსი სიახლეები