ისრაელს თავდაცვის უფლება აქვს - აშშ-ს სახელმწიფო მდივანი

საომარი ვითარება ისრაელში - აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ისრაელის პრემიერ-მინსტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან სატელეფონო საუბარის შემდეგ აცხადებს, რომ "ისრაელს თავდაცვის უფლება აქვს და პალესტინელებს უნდა შეეძლოთ უსაფრთხოდ ცხოვრება".
ისრაელში მიმდინარე სიტუაციაზე ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს, ვესაუბრე, მათ შორის ღაზის სექტორიდან გასროლილ რაკეტებზე, რითაც ისრაელის მოსახლეობას მიზანში იღებენ. ისრაელს თავდაცვის უფლება აქვს. პალესტინელებს უნდა შეეძლოთ უსაფრთხოდ ცხოვრება",- წერს ენტონი ბლინკენი თავის Twitter-ზე და იქვე დასძენს, რომ დეესკალაცია ახლა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.