WHO-ს ხელმძღვანელი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა

13.05.21 10:35
WHO-ს ხელმძღვანელი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა

ჯანმრთელობის  მსოფლიო ორგანიაციის დირექტორი, ტედროს ადანომ გებრეიესუსი, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა. 

დღეს ჩემი რიგი იყო, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით ავცრილიყავი. ვაქცინა სიცოცხლეს იცავს. მნიშვნელოვანია, ყველა ქვეყანას მაქსიმალურად სწრაფად მიეწოდოს ვაქცინა. თუ ჩემსავით ცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც ვაქცინა ხელმისაწვდომია, გთხოვთ, აიცერით, როდესაც თქვენი რიგი იქნება", - წერს გებრეიესუსი Twitter-ზე.