"ქალაქები ლოდი, ბათ იამი, აკო და ხაიფა დაპირისპირების ეპიცენტრებად რჩება"- საქართველოს საელჩო ისრაელში

13.05.21 10:00
"ქალაქები ლოდი, ბათ იამი, აკო და ხაიფა დაპირისპირების ეპიცენტრებად რჩება"- საქართველოს საელჩო ისრაელში

საქართველოს საელჩო ისრაელში  მორიგ განცხადებას ავრცელებს და მოქალაქეებს მიმართავს: 

ქალაქები ლოდი, ბათ იამი, აკო და ხაიფა რჩებიან ქუჩებში არეულობის და დაპირისპირების ეპიცენტრებად. მოერიდეთ გარეთ გასვლას. შეგახსენებთ, რომ საჰაერო თავდასხმის ობიექტებად რჩება ქვეყნის სამხრეთიც და ცენტრიც," - ნათქვამია განცხადებაში.

საელჩო ისრაელში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს გარეთ გასვლისგან თავშეკავებისკენ მოუწოდებს"- წერია განცხადებაში.