ვემზადებით გამარჯვებასთან მისაახლოებლად - ვოლოდიმირ ზელენსკი

31.03.23 10:15
ვემზადებით გამარჯვებასთან მისაახლოებლად - ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი აცხადებს, რომ რუსეთთან ომში უკრაინა შემდგომი ნაბიჯებისთვის ემზადება. ვოლოდიმირ ზელენსკის მორიგ ვიდეომიმართვაში თქვა, რომ უკრაინელების გმირობას, რომლებმაც ოკუპანტებისგან ტერიტორიების ნაწილის გათავისუფლება შეძლე,  მსოფლიო არ დაივიწყებს. 

გასულ ზაფხულსა და შემოდგომაზე ჩვენ დავამტკიცეთ, რომ ჩვენი ჩრდილოეთ რეგიონების საგაზაფხულო გათავისუფლება შემთხვევითი არ იყო. ბრძოლა კიევის, ჩერნიგოვისა და სუმის რეგიონებისთვის... ჩვენი ხარკოვის რეგიონის ტერიტორიების დაბრუნება, ხერსონის დაბრუნება, ზოგადად ბახმუტისა და დონბასის დაცვა - ეს არის უკრაინელების გმირობა, რომელსაც მსოფლიო არ დაივიწყებს.

ჩვენ ვამზადებთ ჩვენს შემდგომ ნაბიჯებს, ჩვენს აქტიურ ქმედებებს. ვემზადებით ჩვენს გამარჯვებასთან მისაახლოებლად, - განაცხადა ზელენსკიმ.