აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაჰმუდ აბასს ტელეფონით ესაუბრა

13.05.21 10:54
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაჰმუდ აბასს ტელეფონით ესაუბრა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი, პალესტინის ავტონომიის პრეზიდენტ მაჰმუდ აბასს ტელეფონით ესაუბრა. ამის შესახეხებ  ინფორმაციას სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.

უწყების განცხადებაშია აღნიშნულია, რომ ბლინკენმა და მაჰმუდ აბასმა მიმდინარე ვითარება განიხილეს.

ენტონი ბლინკენმა სამძიმარი გამოთქვა გარდაცვლილების გამო. სახელმწიფო მდივანმა დაგმო სარაკეტო თავდასხმები და ხაზი გაუსვა, რომ უნდა მოხდეს კონფლიქტის დეესკალაცია. 

ენტონი ბლინკენმა  განაცხადა, რომ პალესტინელები და ისრაელის მოქალაქეები იმსახურებენ თავისუფლების, ღირსების, უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის თანაბარ ზომებს.