აშშ საკუთარ მოქალაქეებს, რომლებიც რუსეთში იმყოფებიან, ქვეყნის დატოვებისკენ მოუწოდებს

01.04.23 09:48
აშშ საკუთარ მოქალაქეებს, რომლებიც რუსეთში იმყოფებიან, ქვეყნის დატოვებისკენ მოუწოდებს

სტრატეგიული კომუნიკაციების საკითხებში ნაციონალური უსაფრთხოების საბჭოს კოორდინატორი ჯონ კირბი აშშ-ს მოქალაქეებს და ჟურნალისტებს, რომლებიც რუსეთში იმყოფებიან, ქვეყნის დატოვებისკენ მოუწოდებს. ინფორმაციას CNN ავრცელებს.

ახლა არაა ის დრო, როდესაც ამერიკელები რუსეთში უნდა იყვნენ. თუ ახლა რუსეთში იმყოფებით, ისვენებთ ან მუშაობთ, მიზანს მნიშნელობა არ ქვს - დაუყოვნებლივ დატოვეთ ქვეყანა. ეს არ არის ახლა ის ადგილი, სადაც ჟურნალისტად უნდა იმუშაოთ. რუსეთი ამერიკის მოქალაქეებისთვის მტრული გარემოა და დროა წახვიდეთ იქიდან,“- განაცხადა კირბიმ

შეგახსენებთ, რომ რუსეთის ფსბ-მ ეკატერინბურგში The Wall Street Journal -ის ჟურნალისტი ევან გერშკოვიჩი დააკავა. მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე შპიონაჟის მუხლით აღძრეს. 
 

მსგავსი სიახლეები