ოკუპანტებმა ავდეევკა დაბომბეს - დაღუპულია ბებია და 5 თვის ჩვილი
რუსმა ოკუპანტებმა ავდეევკა დაბომბეს. დაიღუპა ორი ადამიანი, ერთი მათგანი ჩვილია. ინფორმაციას პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი ავრცელებს.
რუსებმა ავდეევკა არტილერიიდან დაბომბეს. დაიღუპა ორი ადამიანი, აქედან ერთი 2022 წელს დაბადებული ბავშვია.კიდევ ორი ადამიანი დაიჭრა. დაზიანებულია კერძო სახლიც, - თქვა ერმაკმა.
დონეცკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი პაველ კირილენკო წერს, რომ პოლიციელები 5 თვის ბავშვის დედას ქალაქიდან წასვლა სთხოვდნენ, თუმცა ის უარზე იყო. მისი თქმით, ბავშის გარდა დაიღუპა ბებია. ჩვილის დედ-მამა დაჭრილია.