ლავრის მიტროპოლიტ პავლეს საქმეზე სასამართლომ იმსჯელა - პროკურატურამ 24 საათიანი შინაპატიმრობა მოითხოვა

01.04.23 16:52
ლავრის მიტროპოლიტ პავლეს საქმეზე სასამართლომ იმსჯელა - პროკურატურამ 24 საათიანი შინაპატიმრობა მოითხოვა

კიევ-პეჩორის ლავრის მიტროპოლიტი პავლე ლებედი გამოკითხვაზე დაიბარეს. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. 

არსებული ცნობებით, უკრაინის უშიშროების სამსახურის თანამშრომლებმა მიტროპოლიტ პავლეს უწყება დღეს გადასცეს, ცოტა ხნის წინ კი ცნობილი გახდა, რომ კიევის სასამართლოში ლავრის ყოფილი წინამძღვრის აღკვეთის ღონისძიებაზე მსჯელობა დაიწყო. პტოკურატურა აღკვეთის ღონისძიების სახით მისთვის 24 საათიან შინა პატიმრობას ითხოვდა. 

 პროცესზე სასულიერო პირმა რუსეთისადმი კეთილგანწყობა უარყო და თქვა, რომ აგრესორის ქვეყნის მხარეზე არასდროს ყოფილა. 

სასამართლომდე სასულიერო პირის სახლში ჩხრეკა ჩატარდა. 

უკრაინის უსაფრთხოებამ დაადგინა, რომ ლებედმა თავის საჯარო გამოსვლებში უკრაინელებს რეგილიური გრძნობები არაერთხელ შეურაცხყო, ამცირებდა სხვა კონფესიების მიმდევრებს და მათ მიმართ მტრული განწყობების შექმნას ცდილობდა. ასევე, აკეტებდა განცხადებებს, რომლებიც ამართლებდა ან უარყოფდა აგრესორი რუსეთის ქმედებებს. სპეცმსასამსახურებმა მტკიცებლებად პავლეს  სატელეფონო საუბრები და ქადაგებები ამოიღო.