გერმანიის ვიცე-კანცლერი რობერტ ჰაბეკი კიევში ჩავიდა

03.04.23 10:01
გერმანიის ვიცე-კანცლერი რობერტ ჰაბეკი კიევში ჩავიდა

გერმანიის ვიცე-კანცლერი რობერტ ჰაბეკი კიევში ჩავიდა - ვიზიტი წინასწარ დაანონსებული არ ყოფილა.

„დოიჩე ველეს“ ინფორმაციით, რობერტ ჰაბეკმა თქვა, რომ კიევში დაგეგმილი პოლიტიკური მოლაპარაკებების მიზანია, უკრაინას მისცენ იმის იმედი, რომ ქვეყანა ომის შემდგომ აღდგება.

რობერტ ჰაბეკს, რომელიც გერმანიის ეკონომიკის მინისტრიცაა, კიევში ბიზნესის სფეროს წარმომადგენლებიც ახლავს.

მსგავსი სიახლეები