სანქტ-პეტერბურგში სამხედრო კორესპონდენტი, ვლადლენ ტატარსკი ააფეთქეს

03.04.23 10:24
სანქტ-პეტერბურგში სამხედრო კორესპონდენტი, ვლადლენ ტატარსკი ააფეთქეს

აფეთქება სანქტ-პეტერბურგში - რუსეთის კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დამფუძნებელი, ევგენი პრიგოჟინი ადასტურებს ინფორმაციას, რომ კაფე "სტრიტფუდ ბარი", სადაც აფეთქება მოხდა მას ეკუთვნოდა.

აფეთქება კაფეში გუშინ მოხდა, შედეგად დაღუპულია უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის აქტიური მხარდამჭერი ვლადლენ ტატარსკი (მაქსიმ ფომინი). დაიჭრა 30 ადამიანი, რომელთაგან 6-ის მდგომარეობა მძიმეა.

ირკვევა, რომ თვითნაკეთი, რადიომართვადი ასაფეთქებელი მოწყობილობა ტატარსკისთვის ახალგაზრდა ქალის მიერ საჩუქრად გადაცემულ სტატუეტში იყო ჩამონტაჟებული.

რუსეთის სამართალდამცავ უწყებაში ამტკიცებენ, რომ აფეთქების ბრალდებით, 26 წლის დარია ტრეპოვა დააკავეს. უწყების ცნობით, ეს ის ქალის, რომელმაც კაფეში ასაფეთქებელი მოწყობილობა მიიტანა.