რუსებმა უკრაინაში 175 000-ზე მეტი ჯარისკაცი დაკარგეს - ოფიციალური სტატისტიკა
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, უკრაინელმა ჯარისკაცებმა, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 610 რუსი ჯარისკაცი მოკლეს.
ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, ომის დაწყებიდან დღემდე, რუსული ძალების საერთო დანაკარგებმა უკრაინაში 175 160-ს მიაღწია.
უკრაინაში შეჭრის დღიდან რუსების საერთო დანაკარგები მოიცავს:
- 3 619 ტანკი,
- 6 993 ჯავშანმანქანა,
- 2 694 ერთეული საარტილერიო სისტემა,
- 306 საბრძოლო თვითმფრინავი და 291 ვერტმფრენი,
- 5 553 ავტომობილი და საწვავის ავზი,
- 18 გემი/ნავი,
- 2 262 უპილოტო საფრენი აპარატი,
- 298 ერთეული სპეცტექნიკა,
- 911 ფრთოსანი რაკეტა.