ბახმუტში დაძაბული ვითარებაა, რუსები ცდილობენ მედესანტეები გამოიყენონ

ბახმუტში დაძაბული ვითარებაა, რუსები ცდილობენ, მედესანტეები გამოიყენონ - ინფორმაციას უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე, ანა მალიარი ავრცელებს.
"ბახმუტში ვითარება კვლავ ძალიან დაძაბულია. იქ მტერი ცდილობს გამოიყენოს არა მხოლოდ ვაგნერელები, არამედ მედესანტეების პროფესიული ნაწილები. ჩვენს დამცველებს რთულ პირობებში უწევთ მტრის წინსვლის შეჩერება", - თქვა უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ.
მისი თქმით, "ხორტიცას" ძალების ოპერატიულ-სტრატეგიული ჯგუფის სარდლობა საბძოლო ზონაში მუშაობს და ადგილზე სიტუაციას სრულად აკონტროლებს.
ამის პარალელურად ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) ავრცელებს ინფორმაციას, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დონეცკის ოლქის ქალაქ ბახმუტის ირგვლივ პოზიციები აღადგინეს. ამავდროულად, ამერიკელი ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ რუსულმა ძალებმა ქალაქში მცირე წარმატებას მიაღწიეს.