სარაკეტო იერიშები ისრაელში - ღაზას სექტორში „ჰამასის“ სამხედრო დაზვერვის შენობა დაიბომბა

13.05.21 13:42
სარაკეტო იერიშები ისრაელში - ღაზას სექტორში „ჰამასის“ სამხედრო დაზვერვის შენობა დაიბომბა

ქვეყნის სამხედრო ავიაციამ ღაზას სექტორში „ჰამასის“ სამხედრო დაზვერვის შენობა დაბომბა. ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის ძალები ავრცელებს.

ისრაელის თავდაცვის ძალებში განაცხადეს, რომ ასევე ავიაიერიში განხორციელდა „ჰამასის“ სამხედრო ქსელზე, რომელიც ტანკსაწინააღმდეგო მართვად რაკეტებს ღაზას სექტორის ჩრდილოეთი ნაწილიდან ისრაელის მიმართულებით ისროდა. უწყების ცნობით, ისრაელის სამხედროებმა სამიზნეები გააფართოვეს.

თავდასხმები ასევე განხორციელდა ღაზის მხრიდანაც ცენტრალურ ისრაელში, კერძოდ ქალაქებში - აშქელონსა და ეშქოლში. თელ-ავივში ამ დროისთვის სიმშვიდეა. 

 

 

მსგავსი სიახლეები