პუტინი ომის დამნაშავეა, რომელმაც რეალობის აღქმა დაკარგა - პუტინის დაცვის თანამშრომელი

04.04.23 16:58
პუტინი ომის დამნაშავეა, რომელმაც რეალობის აღქმა დაკარგა - პუტინის დაცვის თანამშრომელი

პუტინი ომის დამნაშავეა, რომელმაც რეალობის აღქმა დაკარგა, - ამის შესახებ ფედერალური სამსახურის დაცვის კაპიტანმა გლებ კარაკულოვმა ცენტრ „დოსიესთან“ ინტერვიუში განაცხადა. კარაკულოვი დეპარტამენტში 2022 წლის ოქტომბრის შუა რიცხვებამდე ინჟინრად მუშაობდა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინისთვის საიდუმლო კომუნიკაციებს უზრუნველყოფდა.

კაპიტანმა რუსეთი მას შემდეგ დატოვა, რომ პუტინმა უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეჭრის გადაწყვეტილება მიიღო.

ინტერვიუში ყოფილმა კაპიტანმა დიქტატორის ცხოვრების  პირადი დეტალები გაასაჯაროვა. 
კარაკულოვის თქმით, უკრაინაში შეჭრის შემდეგ პუტინის ჯანმრთელობის მდგომარეობა ნამდვილად გაუარესდა და დასავლეთის სპეცსამსახურების ინფორმაცია სიმართლეს შეესაბამებოდა.

კაპიტანი ასევე ამბობს, რომ პუტინის ინფრომაციულ ვაკუუმში ცხოვრობს, რის გამოც რეალობის აღქმა დაკარგა. პრეზიდენტს მხოლოდ მის მაგიდაზე დადებული საქაღლდეების სჯერა, რომელსაც ქვეშევრდომები უტოვებენ. 

ოფიცერი ასევე ამბობს, რომ პუტინს დღემდე ეშინია კორონავირუსის. მას რეზიდენციებში ერთნაირი კაბინეტები აქვს და ასევე აქვს საიდუმლო ჯიხური კონსპირაციული საუბრებისთვის. 

რუსეთში გლებ კარაკულოვის წინააღმდეგ ძებნაა გამოცხადებული. მას დეზერტირობას ედავებიან. 
 

მსგავსი სიახლეები