ფინეთი NATO-ს წევრია - ბრიუსელში, ნატოს შტაბ-ბინასთან დროშა უკვე აღმართეს

04.04.23 18:07
ფინეთი NATO-ს წევრია - ბრიუსელში, ნატოს შტაბ-ბინასთან დროშა უკვე აღმართეს

ფინეთი ნატოს სრულუფლებიანი, 31-ე წევრი სახელმწიფოა. ბრიუსელში, NATO-ს შტაბ-ბინასთან ფინეთის დროშა რამდენიმე წუთის წინ აღმართეს.

NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, პეკა ჰავისტოს NATO-ს წევრი ყველა ქვეყნის მოწვევა ოფიციალურად გადასცა.

"პუტინმა ნახა, რომ აგრესია და დაშინება არ მუშაობს. ნაკლები ნატო სურდა, მაგრამ მეტი ნატო მიიღო"- თქვა  სტოლტენბერგმა სპეციალურ ბრიფინგზე.

ამაყი ვარ მივესალმო ფინეთს, როგორც სრულფასოვან წევრს. ასევე, იმედი მაქვს, რომ მალე შვედეთსაც მივესალმებით.

ფინეთს ახლა ყველაზე ძლიერი მეგობრები ჰყავს. პუტინს სურდა, რომ ნატოს კარი დაკეტილიყო. მან წარუმატებლობა განიცადა, ნახა, რომ აგრესია და დაშინება არ მუშაობს. ნაკლები ნატო სურდა, მაგრამ მეტი ნატო მიიღო,” - განაცხადა სტოლტენბერგმა.

" რუსებმა სცადეს მათ გარშემო შიშის შექმნა, მაგრამ ჩვენ არ გვეშინია"- ეს სიტყვები კი  ფინეთის პრეზიდენტმა საული ნიინისტომ ნატოს გენერალურ მდივანთან, ფინეთის ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებით გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე გააჟღერა. 

რაც შეეხება აგრესორ ქვეყანას, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ფინეთის ნატოში გაწევრიანებას "ნაჩქარევი ნაბიჯი" უწოდა. კრემლი მუქარას აგრძელებს ადა ამტკიცებს, რომ მიღებული იქნება "როგორც სამხედრო-ტექნიკური, ისე სხვა ხასიათის საპასუხო ზომები“.

მსგავსი სიახლეები