სანქციები დაუწესდეს ბიძინა ივანიშვილს და საქართველოს მთავრობის წევრებს - Foreign Affairs

06.04.23 13:20
სანქციები დაუწესდეს ბიძინა ივანიშვილს და საქართველოს მთავრობის წევრებს - Foreign Affairs

ქართველი მოსამართლეების დასანქცირება - ამერიკულ მედიაში უკვე გამოჩნდა სტატიები, სადაც წერია, რომ შემდეგი ნაბიჯი ივანიშვილის და მისი ოჯახის წევრების დასანქცირება უნდა იყოს.

Foreign Affairs, გამოქვეყნდა სტატია, სათაურით: „რუსეთი საქართველოში იმარჯვებს“, რომლის ავტორები არიან სტენფორდის უნივერსიტეტის პროფესორი ფრენსის ფუკუიამა და „ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის“ აღმასრულებელი დირექტორი ნინო ევგენიძე.

მათი შეფასებით, მოსკოვის მხარდაჭერით, საქართველოს მთავრობა ქმნის რუსეთის მსგავს ავტორიტარულ სახელმწიფოს და სანამ საქართველოს ბიძინა ივანიშვილი და მის მიერ შექმნილი პარტია „ქართული ოცნება“ მართავენ, ევროკავშირში საქართველოს შესვლა წარმოუდგენელია. 

"რუსეთის მიერ საქართველოზე კონტროლის შესამსუბუქებლად აშშ-მ და მისმა მოკავშირეებმა მხარი უნდა დაუჭირონ საქართველოს დემოკრატიულ ოპოზიციას, სანქციები დააწესონ ივანიშვილისა და ნებისმიერი ქართული კომპანიის წინააღმდეგ, რომლებიც ეხმარებიან რუსეთს სანქციების თავიდან აცილებაში. 

დროა, შეერთებულმა შტატებმა და მისმა მოკავშირეებმა სანქციები დაუწესონ საქართველოს მთავრობის წევრებს". - ნათქვამია სტატიაში.

აშშ-მ სასამართლო კლანის ბოსები დაასანქცირა. განცხადება გუშინ ღამით აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა გაავრცელა. მიხელ ჩინჩალაძის, ლევან მურუსიძის, ირაკლი შენგელიას, ვალერიან ცერცვაძეს და მათ ოჯახის წევრებს აშშ-ი შესვლა აეკრძალათ. 

უწყება წერს, რომ აღნიშნულმა პირებმა თანამდებობი ბოროტად გამოიყენეს, რითაც სასამართლოსადმი ნდობას ზიანი მიაყენეს. 

მსგავსი სიახლეები