ვითარება ისრაელში - „ჰამასმა“ სარაკეტო დარტყმები განაახლა

ღაზადან ისრაელის მიმართულებით, თელ-ავივს, აშკელონსა და ბერშევაში, სარაკეტო შეტევები განახლდა. "ჰამასმა" ისრაელის მიმართულებით 100-მდე რაკეტა გაუშვა.
ვრცელდება ინფორმაცია დაშავებულების შესახებ. ადგილობრივი გამოცემის ცნობით, სარაკეტო იერიშების შედეგად დაშავდა 4 ადამიანი, მათ შორის არის 7 წლის ბავშვი. ბავშვი "შებას" კლინიკაში გადაიყვანეს.