ილონ მასკმა კრიპტოვალუტის ბაზარი ტვიტერის ერთი პოსტით შეარყია

13.05.21 17:01
ილონ მასკმა კრიპტოვალუტის ბაზარი ტვიტერის ერთი პოსტით შეარყია

,,ელექტრომობილებს კრიპტოვალუტაზე აღარ გავყიდი" - ილონ მასკის ამ ფრაზის შემდეგ ფასებმა კრიპტოვალუტაზე  10%-ით მოიკლო. 

 კომპანია ,,ტესლა" აღარ გაყიდის მანქანებს ბიტკოინებზე.  ბიტკოინის წარმოება იწვევს ნახშირის მოპოვების ტემპის ზრდას, ეს კი თავის მხრივ, ატმოსფეროს დაბინძურებას უწყობს ხელს - დაწერა ილონ მასკმა ტვიტერზე. 

კრიპტოვალუტის ბირჟა Coindesk-ზე ბიტკოინებზე ფასი 11,42 %-ით შემცირდა, თუ მისი ფასი 50 955 დოლარი იყო, ის 46 294 დოლარი გახდა, ეთერიუმის ღირებულებამ კი 8,46%-ით დაიკლო და მისი ღირებულება ამჟამად 3546 დოლარს შეადგენს, დოგეკოინი კი 1, 36 დოლარიდან 44 ცენტამდე  ჩამოვიდა.