ერთი ადამიანი დაიღუპა და 7 დაშავდა თელავივში - BBC-ის ცნობით, დაშავებულებს შორის ტურისტებიც არიან
ერთი ადამიანი დაიღუპა და 7 დაშავდა თელავივში. სანაპირო ზოლზე ფეხით მოსიარულეებს ავტომობილი დაეჯახა. გარდაცვლილი იტალიიის მოქალაქე, ალესანდრო პარინია. ინფორმაციას იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტროც ადასტურებს.
ბიბისი ადგილობრივ მედიკოსებზე დაყრდნობით იტყობინება, რომ დაშავებულებს შორის არიან ტურისტებიც.
გუშინ, დასავლეთ სანაპიროზე სროლის შედეგად ორი ქალი დაიღუპა, ერთი კი - დაიჭრა. აღნიშნულ თავდასხმებამდე რამდენიმე საათით ადრე ისრაელმა სამხრეთ ლიბანსა და ღაზას სექტორში ჰამასის კუთვნილ ობიექტებზე ავიაიერიშები განახორციელა.
ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, ავიაიერიშები ლიბანიდან ჩრდილოეთ ისრაელის მიმართულებით გასროლილი 34 რაკეტის საპასუხოდ განახორციელეს.