უკრაინაში მიმდინარე ომის საიდუმლო დოკუმენტების შესაძლო გაჟონვა - პენტაგონმა გამოძიება დაიწყო
უკრაინაში მიმდინარე ომის საიდუმლო დოკუმენტების შესაძლო გაჟონვა - პენტაგონმა გამოძიება დაიწყო.
Reuters-ის ცნობით, აშშ-ის სამმა ოფიციალურმა პირმა განაცხადა, რომ დოკუმენტების გაჟონვის უკან, სავარაუდოდ, რუსეთი ან პრორუსული ელემენტები დგანან.
დოკუმენტები დეტალურად აღწერს უკრაინაში გასაგზავნი იარაღისა და სხვა აღჭურვილობის მიწოდების უფრო ზუსტ ვადებს, ვიდრე აშშ ზოგადად ასაჯაროებს. ამასთან, ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა, რომლებმაც ანონიმურად დარჩენა ისურვეს, Reuters-ს განუცხადეს, რომ დოკუმენტები, როგორც ჩანს, გადაკეთებული იყო რუსების მიერ ომში განცდილი მსხვერპლის რაოდენობის შემცირების მიზნით.
"The Guardian" კი წერს, რომ დოკუმენტები გავრცელდა Twitter-სა და Telegram-ზე და, გავრცელებული ინფორმაციით, შეიცავს სქემებსა და დეტალებს იარაღის მოსალოდნელი მიწოდების, ბატალიონის სიძლიერისა და სხვა მნიშვნელოვანი ინფორმაციის შესახებ.
ცნობისთვის, საუბარია დოკუმენტზე, რომელიც დეტალურად ასახავს აშშ-სა და NATO-ს მიერ უკრაინის არმიის მომზადებას კონტრშეტევებისთვის.