საჰაერო დარტყმები ღაზაში - დაღუპულთა შორის 31 ბავშვია

14.05.21 10:00
საჰაერო დარტყმები ღაზაში - დაღუპულთა შორის 31 ბავშვია

ღაზას სექტორში ისრაელის საჰაერო დარტყმები გრძელდება. იერიშების შედეგად   გარდაცვლილთა რიცხვი 113-მდე გაიზარდა.

მსხვერპლთა შორის 31 ბავშვია. დაშავებულთა რაოდენობა 500-ს აღემატება. 

მსხვერპლთა რაოდენობა გაზრდილია ისრაელშიც. ღაზას სექტორიდან განხორციელებულ სარაკეტო დარტყმებს შვიდი ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის 2 ბავშვი. ისრაელის თავდაცვის სამინისტრო ღაზას სექტორში სახმელეთო ოპერაციის დაწყებას არ გამორიცხავს. ისრაელიდან გაგზავნილმა ჯარმა, რომელიც საზღვართანაა განთავსებული, საარტილერიო ცეცხლი გახსნა.

მსგავსი სიახლეები