აშშ-მ ისრაელიდან პენტაგონის 120-მდე თანამშრომელი გაიყვანა

14.05.21 10:09
აშშ-მ ისრაელიდან პენტაგონის 120-მდე თანამშრომელი გაიყვანა

აშშ-მ ისრაელიდან პენტაგონის 120-მდე თანამშრომელი გაიყვანა.  ინფორმაციას „ასოშიეითედ პრესი“ ავრცელებს.

როგორც პენტაგონის პრესმდივანმა განაცხადა, ამერიკულმა პერსონალმა აშშ-ის საჰაერო ძალების თვითმფრინავით ქვეყანა  გუშინ დატოვა.  პენტაგონის წარმომადგენლები ისრაელში  ორმხრივი წვრთნების დასაგეგმად იყვნენ ჩასული.

  აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი მოქალაქეებს ისრაელში დაგეგმილი მოგზაურობის გადახედვას ურჩევს. სახელმწიფო დეპარტამენტი ამერიკის მოქალაქეებს სარაკეტო დარტყმებისა და საპროტესტო გამოსვლების შესახებ   აფრთხილებს.