აშშ-ში სრულად ვაქცინირებულ პირებს პირბადის ტარება აღარ მოუწევთ
კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრილ პირებს აშშ-ში პირბადის ტარება აღარ მოუწევთ. ამის შესახებ ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა განაცხადა.
მისი თქმით, დახურულ სივრცეში პირბადის ტარების მოთხოვნა კვლავ არსებობს ისეთ ადგილებში, როგორიცაა მატარებელი, საზოგადოებრივი ტრანსპორტი.
CDC-ის რეკომენდაციით, ვაქცინირებულმა ადამიანებმა, რომლებსაც კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები აქვთ, პირბადე მაინც უნდა გაიკეთონ. რეკომენდაციების მიხედვით, პირბადის მოხსნა ვაქცინის მეორე დოზის მიღებიდან 2 კვირის შემდეგ არის შესაძლებელი.