ისრაელს ღაზას სექტორთან მიმართებით მწვავე რეაგირება არ მოუხდენია - ბაიდენი

14.05.21 10:49
ისრაელს ღაზას სექტორთან მიმართებით მწვავე რეაგირება არ მოუხდენია - ბაიდენი

აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი, მიიჩნევს, რომ ისრაელს ღაზას სექტორთან მიმართებაში ზედმეტად მწვავე რეაგირება არ მოუხდენია. ამის შესახებ მან თეთრ სახლში, ჟურნალისტებთან, განაცხადა. 

 ერთ-ერთი, რაც ამ დროისთვის ვნახე, არის ის, რომ ისრაელის მნიშვნელოვანი გადაჭარბებული რეაქცია არ ყოფილა. საკითხი მდგომარეობას იმაში, თუ როგორ მივიდეთ წერტილამდე, როდესაც იქნება თავდასხმების მნიშვნელოვანი შემცირება, განსაკუთრებით სარაკეტო თავდასხმების, რომელიც განურჩევლად ხორციელდება დასახლებულ პუნქტებზე, ველოდები, რომ იქნება მეტი დისკუსია“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა.

 

მსგავსი სიახლეები