რუსეთში, მოლოტოვის კოქტეილის სროლისთვის დაკავებულებს 19 წელი მიუსაჯეს
საყოველთაო მობილზიაციის გაპროტესტებისთვის დაკავებულებს რუსეთში 19 წელი პატიმრობა მიუსაჯეს. ეკატერინბურგის ცენტრალური სასამართლოს გადაწყვეტილებით, პოლიციის სერჟანტი რომან ნასრიევი და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ყოფილი თანამშრომელი ალექსეი ნურიევი სასჯელს ყველაზე მკაცრი რეჟიმის ციხეში მოიახდიან. დაკავებულებს, პურტინის რეჟიმი, ჩელიაბინსკის ოლქის ადმინისტრაციული სამხედრო კომისარიატის შენობის დაწვას ედავება. გამოძიების ინფორმაციით, მსჯავრდებულებმა შენობას მოლოტოვის კოქტეილი ესროლეს.