რუსების მიერ, უკრაინელი სამხედროს სიკვდილით დასჯის ვიდეო მსოფლიომ უნდა ნახოს, რა მარტივად კლავენ ეს მხეცები - ზელენსკი

არის რაღაც, რასაც მსოფლიოში დააიგნორებს: რა მარტივად კლავენ ეს მხეცები. ეს ვიდეო... უკრაინელი სამხედროს სიკვდილით დასჯა, მსოფლიომ უნდა ნახოს - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
მისი თქმით, არაფრის დავიწყებას არ აპირებენ და არასდროს აპატიებენ რუსეთს. პრეზიდენტმა ცივილიზებულ სამყაროს რეაგირებისკენ მოუწოდა:
ეს არის ვიდეო, რომელიც აჩვენებს რუსეთს ისეთს, როგორიც ნამდვილად არის. როგორი ქმნილებები არიან ისინი. მათთვის არ არსებობს ადამიანები. ვაჟი, ძმა, ქმარი, ვიღაცის შვილი... ეს არის ვიდეო, სადაც რუსეთი ცდილობს, ახალ ნორმად აქციოს ცხოვრების განადგურების ასეთი ჩვევა.
ეს არ არის უბედური შემთხვევა. ეს არ არის ეპიზოდი. ადრეც ასე იყო. ასე მოხდა ბუჩაში - ათასჯერ. ყველამ უნდა მოახდინოს რეაგირება. ყველა ლიდერმა, ნუ ელოდებით, რომ ამ ყველაფერს დავივიწყებთ.
არაფრის დავიწყებას არ ვაპირებთ. არც ჩვენ ვაპირებთ მკვლელების პატიებას. ყველაფერზე სამართლებრივი პასუხისმგებლობა იქნება. ტერორის დამარცხება აუცილებელია.
ვერავინ გაიგებს, თუ ლიდერები რეაგირებას არ მოახდენენ. საჭიროა მოქმედება ახლა!
და ჩვენ უკრაინაში მაქსიმალურად უნდა ვფოკუსირდეთ ფრონტზე. დაგვეხმარეთ, რამდენადაც შეგიძლიათ. გავდევნოთ ოკუპანტი ჩვენი მიწიდან! მთავარი მიზანი გამარჯვებაა. ოკუპანტის დამარცხება, მკვლელების დასჯა.
მარადიული ხსოვნა ყველა ადამიანს, ვისი სიცოცხლეც რუსულმა ტერორმა წაართვა!"- თქვა მან.
შეგახსენებთ, რო, სოციალურ ქსელში ორი უმძიმესი ვიდეო გავრცელდა. კადრებში ჩანს, რუსების მიერ უკრაინელი სამხედროების მკვლელობა. ერთ-ერთ ვიდეოში რუსმა სამხედრომ უკრაინელ ჯარისკაც დანით ყელი გამოჭრა. მეორე ჩანაწერში ჩანს ორი უკრაინელი სამხედრო მოსამსახურის თავმოჭრილი ცხედარი.