ჩემი მეგობარი მაკრონი ჩინეთს უკანალზე კოცნის - ტრამპი

12.04.23 15:18
ჩემი მეგობარი მაკრონი ჩინეთს უკანალზე კოცნის - ტრამპი

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი  The Fox News-თან საფრანგეთის პრეზიდენტს აკრიტიკებს - ტრამპის თქმით,  ემანუელ მაკრონი ჩინეთში  სი ძინპინს ხვდებოდა და "უკოცნიდა მას უკანალს“ .

ტრამპმა მაკრონი ჩინეთთან მლიქვნელობაში დაადანაშაულა. 

მაკრონი, რომელიც ჩემი მეგობარია, ჩინეთთან საქმეს ასრულებს და უკანალზე კოცნის. ჩინეთში, დიახ, ვამბობ, რომ საფრანგეთი ახლა ჩინეთში მიდის",- თქვა ტრამპმა. 

ამავე ინტერვიუში ტრამპმა თქვა, ის 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში იყრის კენჭს.