ორი გარდაცვლილი და 2 დაშავებული - რუსმა ოკუპანტებმა ხერსონში სკოლის შენობა დაბომბეს

ორი დაღუპული და ორი დაშავებული - რუსი ოკუპანტების მიერ ხერსონის ოლქის დაბომბვას მსხვერპლი მოჰყვა.
უკრაინული მედიის ცნობით, რუსებმა სკოლის შენობაზე მიიტანეს იერიში.
„დღეს მტრის ავიაციამ ბერისლავის რაიონის სოფელ ზმიევკას დაარტყა, რუსებმა ავიაბომბები ადგილობრივი სკოლის შენობაში ჩამოყარეს. წინასწარი ინფორმაციით, ერთი ადამიანი გარდაიცვალა, ერთი კი დაშავდა“, - განაცხადა პროკუდინმა.
ირკვევა, რომ ხერსონის ოლქის დნიპროს რაიონში პარკის დაბომბვას კი 45 წლის მამაკაცი ემსხვერპლა. სოფელ ნიკოლსკოეში კი დაბომბვის შედეგად 52 წლის მამაკაცი დაშავდა.