აშშ-ს გამოძიება საიდუმლო დოკუმენტების გაჟონვის საქმეზე დასასრულს უახლოვდება - ჯო ბაიდენი

13.04.23 18:19
აშშ-ს გამოძიება საიდუმლო დოკუმენტების გაჟონვის საქმეზე დასასრულს უახლოვდება - ჯო ბაიდენი

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ აშშ ახლოს არის საიდუმლო დოკუმენტების გაჟონვის ორგანიზატორის გამოვლენასთან.

განცხადება ამერიკის პრეზიდენტმა ირლანდიაში ვიზიტისას ჟურნალისტებთან გააკეთა.

“როგორც იცით, სრულმასშტაბიანი გამოძიება გრძელდება. სადაზვერვო საზოგადოება და იუსტიციის დეპატამენტი მის დასასრულს უახლოვდებიან”, - განაცხადა ბაიდენმა.

აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ შეშფოთებულია თავად გაჟონვის ფაქტით და არა მისი შინაარსით.

 

მსგავსი სიახლეები